ოფიციალურად - კანავარო უზბეკეთის ნაკრების მწვრთნელი გახდა #1TVSPORT
იტალიელი სპეციალისტი ფაბიო კანავარო ოფიციალურად დაინიშნა უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად.
52 წლის კანავარომ ამ პოსტზე თემურ კაპაძე შეცვალა, რომელმაც უზბეკეთი მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გაიყვანა.
კანავაროს ბოლო სამუშაო ადგილი იყო ზაგრების „დინამო“, რომელსაც 2024 წლის დეკემბრიდან 2025 წლის აპრილამდე წვრთნიდა. გარდა ამისა, იტალიელი „უდინეზესა“ და „ბენევენტოს“ მწვრთნელი იყო.