ოფიციალურად - ჯონათან ტა „ბაიერნში“ ითამაშებს #1TVSPORT
ოფიციალურად - ჯონათან ტა „ბაიერნში“ ითამაშებს #1TVSPORT

გერმანიის ნაკრების ცენტრალური მცველი ჯონათან ტა თავისუფალი აგენტის სტატუსით მიუნხენის „ბაიერნში“ გადავიდა. ამის შესახებ გერმანიის ჩემპიონის პრესსამსახური იტყობინება. ფეხბურთელის კონტრაქტი „ლევერკუზენთან“ ორი დღის წინ ამოიწურა.

„ბაიერნმა“ და ტამ 2029 წლის ზაფხულამდე გააფორმეს კონტრაქტი. გერმანული პრესის ინფორმაციით, 29 წლის ფებურთელის ხელფასი სეზონში 14 მილიონი ევრო იქნება.

უფრო ადრე იწერებოდა იმის შესახებ, რომ ტას მიმართ ინტერესს იჩენდნენ „რეალი“, „ბარსელონა“, „მანჩესტერ იუნაიტედი“ და სერია A-ს რამდენიმე კლუბი.