ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი ჯეკ გრილიში კარიერას „ევერტონში“ გააგრძელებს. ამის შესახებ იტყობინება ლივერპულური გუნდის პრესსამსახური.
29 წლის გრილიში „ევერტონში“ იჯარის წესით ითამაშებს 2025-26 წლების ბოლომდე. ნახევარმცველმა მე-18 სათამაშო ნომერი მიიღო.
გასულ სეზონში ჯეკ გრილიშმა „მანჩესტერ სიტიში“ 32 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.