ოფიციალურად – „იუვენტუსმა“ „მარსელიდან“ იჯარით მილიკი გადაიბირა #1TVSPORT

15:15, 26.08.2022

ტურინის „იუვენტუსმა“ „მარსელის“ ფორვარდის არკადიუშ მილიკის გაფორმების შესახებ გამოაცხადა.

პოლონეთის ნაკრების თავდამსხმელი იტალიურ კლუბში იჯარის წესით გადავიდა.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ „მარსელი“ 28 წლის ფეხბურთელის გაშვებისთვის გარანტირებულად მიიღებდა ერთ მილიონ ევროს. გარდა ამისა, „იუვენტუსს“ 2023 წლის ზაფხულში მილიკის რვა მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლება ექნება.

გასულ სეზონში მილიკმა 37 ოფიციალურ მატჩში 20 გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

მსგავსი