ოფიციალურად - იულიან ნაგელსმანი მომავალი სეზონიდან „ბაიერნს“ გაწვრთნის #1TVSPORT
ოფიციალურად - იულიან ნაგელსმანი მომავალი სეზონიდან „ბაიერნს“ გაწვრთნის #1TVSPORT

ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ „ლაიპციგის“ მთავარი მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი ამ სეზონის შემდეგ დატოვებს გუნდს. გერმანელი სპეციალისტი სამუშაოდ გადადის მიუნხენის „ბაიერნში“.

33 წლის ნაგელსმანი მიუნხენური კლუბის მთავარი მწვრთნელი 2021 წლის პირველი ივლისიდან გახდება. მასთან კონტრაქტი ხუთწლიანი იქნება, – იტყობინება „ბაიერნის“ ოფიციალური ვებგვერდი.

„ლაიპციგი“ განსაკუთრებულია ჩემთვის, მაგრამ მე მაინც წავალ. არასოდეს დამიმალავს ის ფაქტი, რომ მახარებს „ბაიერნში“ მწვრთნელის თანამდებობა. და ბედნიერი ვარ, რომ მივიღებ ამ სამუშაოს. „ბაიერნის“ მწვრთნელობა რაღაც განსაკუთრებულია ჩემთვის, ამიტომაც მადლობელი ვარ „ლაიპციგის“ ხელმძღვანელობის, რომელმაც „ბაიერნთან“ ერთად იპოვნა გადაწყვეტილება, რომელმაც ეს სურვილი შესაძლებელი გახადა“, – განაცხადა „ლაიპციგის“ ოფიციალურ ვებგვერდზე ნაგელსმანმა.