ოფიციალურად - იტალიისა და არგენტინის ნაკრებები კონტინენტალური ჩემპიონების მატჩს გამართავენ #1TVSPORT
ოფიციალურად - იტალიისა და არგენტინის ნაკრებები კონტინენტალური ჩემპიონების მატჩს გამართავენ #1TVSPORT

უეფა-მ და სამხრეთ ამერიკის საფეხბურთო კონფედერაციამ (CONMEBOL) მოილაპარაკეს მატჩის გამართვაზე ევრო 2020-ის ჩემპიონ იტალიასა და 2021 წლის კოპა ამერიკას გამარჯვებულ არგენტინას შორის.

მატჩი 2022 წლის ივნისში, სანაკრებო ფანჯრის დროს გაიმართება. ჩატარების ადგილი მოგვიანებით დადგინდება – იტყობინება უეფა-ს ოფიციალური ვებგვერდი.

ამ მატჩის ორგანიზება უეფა-სა და CONMEBOL-ს შორის თანამშრომლობის გაფართოების ნაწილია, რომელიც თავის თავში აერთიანებს ქალთა ფეხბურთს, ფუტსალს, ახალგაზრდულ სექტორს, მსაჯების გაცვლასა და სხვა საფეხბურთო საკითხებს.

ორ ორგანიზაციას შორის მიღწეული შეთანხმება, ამ მომენტისთვის, ითვალისწინებს სამი შეხვედრის ჩატარებას კონტინენტების გამარჯვებულებს შორის.

დატოვე კომენტარი