ოფიციალურად - იტალიაში სეზონი 12 ივნისს, თასის ნახევარფინალით განახლდება
ოფიციალურად - იტალიაში სეზონი 12 ივნისს, თასის ნახევარფინალით განახლდება

იტალიის სპორტის მინისტრმა ვინჩენცო სპადაფორამ გამოაცხადა, რომ იტალიის თასის ნახევარფინალები 12 და 13 ივნისს გაიმართება და სწორედ ამ შეხვედრებით განახლდება ქვეყანაში საფეხბურთო სეზონი. ფინალის გამართვა 17 ივნისს არის დაგეგმილი.

12 ივნისს გაიმართება ნახევარფინალის განმეორებითი მატჩი „იუვენტუსსა“ და „მილანს“ შორის. პირველი შეხვედრა მილანში ფრედ 1:1 დასრულდა, მომდევნო დღეს, „ნაპოლი“ შინ მიიღებს „ინტერს”. პირველ მატჩში ნეაპოლელებმა 1:0 მოიგეს.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს არის დაგეგმილი სერია A-ს განახლება.