ოფიციალურად - „ინტერმა“ კრისტიან ერიქსენი ტრანსფერზე დააყენა
ოფიციალურად - „ინტერმა“ კრისტიან ერიქსენი ტრანსფერზე დააყენა

კრისტიან ერიქსენის კარიერა „ინტერში“, როგორც ჩანს, დასასრულს უახლოვდება – მილანურმა კლუბმა ოფიციალურად დააყენა ტრანსფერზე დანიელი ფეხბურთელი.

„ვადასტურებ, რომ ერიქსენი ტრანსფერზეა დაყენებული. ის იანვარში დატოვებს კლუბს. ერიქსენი შედიოდა ჩვენს სამომავლო გეგმებში, მაგრამ, ახლა, მას „ინტერში“ პრობლემები შეექმნა. სწორი იქნება, თუ ის ახალ ადგილას გადავა სათამაშოდ“, – განაცხადა „ინტერის“ გენერალურმა დირექტორმა ბეპე მაროტამ.

ერიქსენი „ინტერში“ 2020 წლის იანვარში 27 მილიონ ევროდ „ტოტენჰემიდან“ გადავიდა. მიმდინარე სეზონში ნახევარმცველი მხოლოდ ოთხჯერ მოხვდა იტალიის ჩემპიონატის მატჩებში „ინტერის“ ძირითად შემადგენლობაში. მის ანგარიშზე არც ერთი შედეგიანი მოქმედება არ არის.