ოფიციალურად - „ინტერმა“ ანტონიო კონტეს წასვლის შესახებ გამოაცხადა  #1TVSPORT
ოფიციალურად - „ინტერმა“ ანტონიო კონტეს წასვლის შესახებ გამოაცხადა  #1TVSPORT

იტალიის ახალმა ჩემპიონმა „ინტერმა“ ოფიციალურად გამოაცხადა მთავარი მწვრთნელის ანტონიო კონტეს წასვლის შესახებ.

კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმებით შეწყდა.

51 წლის სპეციალისტის წასვლის მიზეზია კლუბის მფლობელების გადაწყვეტილება – გაყიდოს ფეხბურთელები და შეამციროს დანახარჯები, რათა ბიუჯეტი მიმდინარე ეკონომიკური კრიზისის პირობებს შეუხამოს, ეს კი არ შეესაბამება კონტეს ამბიციებს. მწვრთნელს მიაჩნია, რომ ჩემპიონთა ლიგაზე კონკურენციისთვის, მილანურ კლუბს არა წამყვანი ფეხბურთელების გაყიდვა, არამედ შემადგენლობის გაძლიერება ესაჭიროება.

უკვე გამოცხადდა კონტეს სავარაუდო შემცვლელი – ეს არის „ლაციოს“ დამრიგებელი სიმონე ინძაგი.

ანტონიო კონტემ „ინტერი“ 2019 წელს ჩაიბარა და წელს გუნდი ჩემპიონობამდე მიიყვანა.