ოფიციალურად - ინგლისის პრემიერლიგა მაისის შუა რიცხვებამდე არ განახლდება
ოფიციალურად - ინგლისის პრემიერლიგა მაისის შუა რიცხვებამდე არ განახლდება

3 აპრილს, ინგლისის პრემიერლიგის კლუბებმა გამართეს ვიდეოკონფერენცია, რომელზეც განიხილეს რამდენიმე საკითხი, მათ შორის, სეზონის განახლების პერსპექტივები.

საბოლოოდ, მიიღეს გადაწყვეტილება – უარი თქვან მაისის დასაწყისში ან უფრო ადრე სეზონის განახლებაზე. ლიგა ყურადღებით დააკვირდება ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას და ამის მიხედვით განსაზღვრავს მომავალ მოქმედებას. სეზონი ნამდვილად არ განახლდება იქამდე, სანამ ადამიანებს საფრთხე ემუქრებათ. მატჩების დაბრუნება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მთავრობისა და ჯანდაცვის სისტემის ნებართვით.

პრემიერლიგის კლუბები ასევე დათანხმდნენ – ჩაატარონ მოლაპარაკებები თავიანთ ფეხბურთელებთან ხელფასების 30 პროცენტით შემცირების თაობაზე.

ასევე ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება, 125 მილიონი ფუნტი გადარიცხონ დაბალი ლიგების კლუბთა დასახმარებლად.