ოფიციალურად – იანიკ სინერი აშშ-ის ღიაზე არ ითამაშებს #1TVSPORT
მსოფლიოს პირველი ჩოგანი იანიკ სინერი აშშ-ის ღია პირველობას გამოტოვებს, რისი მიზეზიც მარჯვენა მუხლის ტრავმაა.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩემს გუნდთან და ექიმებთან ერთად მონდომებით ვმუშაობდი, რთული გადაწყვეტილების მიღება მოგვიწია იმაზე, რომ წელს ვერ შევძლებ გამოსვლას აშშ-ის ღია პირველობაზე. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მონტე-კარლოში კორტზე დავბრუნდით და მივხვდით, რომ კიდევ გარკვეული დრო დასჭირდება მარჯვენა მუხლის აღდგენას. რა თქმა უნდა, ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რადგან ნიუ იორკს ჩემს გულში განსაკუთრებული ადგილი უკავია და ველოდი დაბრუნების და შესანიშნავ ატმოსფეროში დიდებული გულშემატკივრების წინაშე თამაშის შესაძლებლობას“, – დაწერა სინერმა სოციალურ ქსელში.
უფრო ადრე იტალიელმა ტრავმის გამო გამოტოვა „მასტერსები“ მონრეალსა და ცინცინატიში.
აშშ-ის ღია პირველობა 30 აგვისტოდან 13 სექტემბრამდე გაიმართება.