ოფიციალურად – ჰეონ-მინ სონი მიმდინარე ზაფხულს „ტოტენჰემს“ დატოვებს #1TVSPORT

08:00, 02.08.2025

სამხრეთკორეელი თავდამსხმელი ჰეონ-მინ სონი ლონდონის „ტოტენჰემს“ მიმდინარე ზაფხულს დატოვებს, – ამის შესახებ ფეხბურთელმა თავის სამშობლოში გამართული პრესკონფერენციისას განაცხადა.

სონის თქმით, გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კლუბის მფლობელებსა და მთავარ მწვრთნელს შეატყობინა, ხოლო ისინი ფეხბურთელის აზრს პატივისცემით შეხვდნენ.

„აქ ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო, ახლა კი ახალი გამოწვევა მჭირდება. ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული გადაწყვეტილებაა, გუნდს ბავშვი შევუერთდი და ვტოვებ, როგორც კაცი“, – განაცხადა სონმა.

33 წლის სონი „ტოტენჰემის“ წევრი 2015 წელს გახდა და კლუბის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრა. მან ლონდონური გუნდის მაისურით 454 მატჩი ჩაატარა, 173 გოლი გაიტანა და 101 საგოლე გადაცემა შეასრულა.

2025 წლის მაისში, „ტოტენჰემთან“ ერთად, სამხრეთკორეელმა ფეხბურთელმა უეფა-ს ევროპის ლიგა მოიგო. ის კარიერას, სავარაუდოდ, MLS-ში გააგრძელებს.

მსგავსი