ოფიციალურად – ჰანსი ფლიკმა „ბარსელონასთან“ ახალი, ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა #1TVSPORT

18:45, 18.05.2026

გერმანელმა სპეციალისტმა, ჰანსი ფლიკმა „ბარსელონასთან“ ახალი, ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. ფლიკი გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2028 წლის ივნისამდე დარჩება, – ინფორმაცია კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

ხელშეკრულებაში ასევე იქნება პუნქტი, რომელიც მხარეებს შესაძლებლობას მისცემს, თანამშრომლობა კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივონ. 61 წლის ფლიკმა ადრე აღნიშნა, რომ „ბარსელონა“ მისი ბოლო გუნდი იქნება, რომელსაც გაწვრთნის.

გერმანელი ესპანური ფეხბურთის გრანდში 2024 წელს მივიდა და ორჯერ მოახერხა ლა ლიგის მოგება – 2025 და 2026 წლებში. მანადე ის „ბაიერნსა“ და გერმანიის ეროვნულ ნაკრებში მუშაობდა.

მსგავსი