ოფიციალურად – ჰაკიმიმ პსჟ-სთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT

03:15, 07.07.2021

„პარი სენ-ჟერმენმა“ ოფიციალურად დაადასტურა „ინტერიდან“ მარჯვენა მცველის აშრაფ ჰაკიმის შეძენა.

პარიზულმა კლუბმა 22 წლის მაროკოელთან 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმა კონტრაქტი.

გარიგების თანხამ 60 მილიონი ევრო შეადგინა.

ჰაკიმი „ინტერში“ 2020 წლიდან თამაშობდა, ჯამში 45 მატჩი ჩაატარა, შვიდი გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

უფრო ადრე მცველი „რეალსა“ და „დორტმუნდში“ გამოდიოდა.

მსგავსი