ოფიციალურად - გურამ კაშია „სან ხოსე ერსქვეიქსის“ ფეხბურთელია
ოფიციალურად - გურამ კაშია „სან ხოსე ერსქვეიქსის“ ფეხბურთელია

საქართველოს ნაკრების ვიცე კაპიტანი გურამ კაშია „სან ხოზე ერსქვეიქსის“ ფეხბურთელია. ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

ქართველ ფეხბურთელს ამერიკულ კლუბში თამაშის უფლება 10 ივლისიდან ექნება, როდესაც საერთაშორისო ტრანსფერის სერთიფიკატს და პ-1 ვიზას მიიღებს.

30 წლის კაშია „ვიტესში“ 2010 წლიდან ასპარეზობდა და კლუბის შემადგენლობაში 293-ჯერ ითამაშა. ქართველმა მცველმა ჰოლანდიური კლუბის მაისურით 25 გოლი გაიტანა და 18 საგოლე გადაცემა გააკეთა.

გურამ კაშია 2012 და 2013 წლებში საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, ხოლო 2015 წლის აგვისტოში კი „ერედივიზიონის“ საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

საქართველოს ნაკრებში კაშია 2009 წლიდან თამაშობს.

 

 

 

დატოვე კომენტარი