ოფიციალურად - გუგეშაშვილმა „ყარაბაღთან“ კონტრაქტი გააფორმა და გუნდთან ერთად ემზადება #1TVSPORT
ოფიციალურად - გუგეშაშვილმა „ყარაბაღთან“ კონტრაქტი გააფორმა და გუნდთან ერთად ემზადება #1TVSPORT

აზერბაიჯანის ბოლო წლების ყველაზე წარმატებულმა კლუბმა, ქვეყნის 8-გზის ჩემპიონმა აგდამის „ყარაბაღმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ საქართველოს ნაკრების მეკარე ლუკა გუგეშაშვილი დაიმატა.

„ჩვენმა კლუბმა კონტრაქტი გააფორმა საქართველოს ნაკრების მეკარე ლუკა გუგეშაშვილთან. 22 წლის კიპერი სეზონის ბოლომდე პოლონურ კლუბ „იაგელონიადან“ იჯარით დავიმატეთ. ლუკა გუგეშაშვილთან საიჯარო ხელშეკრულების დასრულების შემდეგ, ჩვენს კლუბს მისი სატრანსფერო უფლებების გამოსყიდვის უფლება ეკუთვნის“, – წერია აზერბაიჯანული კლუბის განცხადებაში.

გუგეშაშვილი უკვე ანთალიაშია და სეზონის განახლებისთვის გუნდთან ერთად ემზადება.

ლუკა „დინამო თბილისის“ საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია. პოლონურ „იაგელონიაში“ 2017 წელს ჩაირიცხა, თუმცა, მთავარ გუნდში ერთი თამაშიც არ ჩაუტარებია. იჯარით წავიდა ესპანურ „გრანადაში“, ბოლო წლები კი გორის „დილაში“ თამაშობდა.

„ყარაბაღი“ 25 იანვარს საკონტროლო შეხვედრას გამართავს სლოვაკურ „ლიპროვსკი მიკულასთან“, ხოლო წლის პირველ ოფიციალურ შეხვედრაში კი 1 თებერვალს მერაბ გიგაურის „კეშლას“ საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება.

აზერბაიჯანის გუნდს ამის შემდეგ მნიშვნელოვანი მატჩები ელის – „ყარაბაღი“ კონფერენს ლიგის პლეი-ოფში „მარსელს“ შეხვდება – 18 თებერვალს საფრანგეთში ესტუმრება, ხოლო 24 თებერვალს ბაქოში მიიღებს.