ოფიციალურად - გრიზმანი ატლეტიკოს ტოვებს
ოფიციალურად - გრიზმანი ატლეტიკოს ტოვებს

ოფიციალურად გამოცხადდა, რომ 2018-19 წლების სეზონის შემდეგ, ფრანგი ფორვარდი ანტუან გრიზმანი მადრიდის ატლეტიკოს დატოვებს.

გრიზმანი კლუბის მთავარ მწვრთნელ დიეგო სიმეონესა და გენერალურ დირექტორ მიგელ ანხელ მარინს შეხვდა და განუცხადა, რომ ამ ზაფხულს მადრიდული გუნდის დატოვებას გეგმავს. მოგვიანებით ატლეტიკომ  ეს ამბავი ოფიციალურად დაადასტურა.

გრიზმანი უკვე გამოეთხოვა ატლეტიკოს საკუთარი ტვიტერის მეშვეობით:

„ატლეტიკოში არაჩვეულებრივი ხუთი წელი გავატარე. მადლობა ყველაფრისთვის. თქვენ სამუდამოდ დარჩებით ჩემს გულში“.

ფრანგის ამჟამინდელ კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 120 მილიონი ევროა ჩაწერილი. ანტუან გრიზმანი 2014 წლიდან თამაშობს ატლეტიკოში. მადრიდულ გუნდთან ერთად მან სამი ტიტული, მათ შორის ევროპის ლიგა მოიგო.