ოფიციალურად – გრავენბერხი „ლივერპულის“ ფეხბურთელი გახდა #1TVSPORT
„ლივერპულმა“ ოფიციალურად გამოაცხადა „ბაიერნიდან“ ნახევარმცველ რაიან გრავენბერხის შეძენის შესახებ. ტრანსფერის თანხამ 40+5 მილიონი ევრო შეადგინა.
21 წლის ფეხბურთელმა მიუნხენური კლუბის შემადგენლობაში 34 მატჩი ჩაატარა და გერმანიის ჩემპიონი გახდა.
გრავენბერხი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას „ლივერპულის“ მეოთხე ახალბედა გახდა.