ოფიციალურად - გოდინი „ინტერის“ ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - გოდინი „ინტერის“ ფეხბურთელი გახდა

მილანის „ინტერმა“ ოფიციალურად გამოაცხადა კონტრაქტის გაფორმების შესახებ მადრიდის „ატლეტიკოს“ ყოფილ მცველ დიეგო გოდინთან. 33 წლის ურუგვაელთან დადებული კონტრაქტის დეტალები უცნობი დარჩა.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ გოდინი „ინტერთან“ 2+1 სქემით გააფორმებდა კონტრაქტს და სეზონზე 6.75 მილიონ ევროს მიიღებდა. ამით ის მილანური კლუბის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდებოდა.

გოდინი „ატლეტიკოში“ 2010 წლიდან თამაშობდა და ამ დროის განმავლობაში რვა ტიტული მოიგო. მათ შორის, ესპანეთის ჩემპიონატი (ორჯერ) და ევროპის ლიგა (ორჯერ). გარდა ამისა, ურუგვაელმა ორჯერ ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში და ორივეჯერ მადრიდის „რეალთან“ დამარცხდა.

გასულ სეზონზე გოდინმა 30 მატჩი ჩაატარა ესპანეთის ჩემპიონატში და სამი გოლი გაიტანა, რის შემდეგაც, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა „ატლეტიკო“.