ოფიციალურად - გოდინი „ატლეტიკოს“ ტოვებს
ოფიციალურად - გოდინი „ატლეტიკოს“ ტოვებს

მადრიდის „ატლეტიკოს“ მცველმა დიეგო გოდინმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამ სეზონის შემდეგ გუნდს დატოვებს.

„ატლეტიკო“ ჩემი ოჯახი იყო, ჩემი კლუბი… ძალიან მიმძიმს სახლთან გამოთხოვება. მრავალი წლის განმავლობაში სიამოვნებას ვიღებდი აქ ყოფნით. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას აქ გატარებული დროისთვის!“, – მოჰყავს ურუგვაელის სიტყვები „ატლეტიკოს“ პრესსამსახურს.

უკვე ცნობილია, რომ 33 წლის გოდინი თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება მილანის „ინტერს“.

დიეგო გოდინი 2010 წლიდან გამოდიოდა „ატლეტიკოში“. ამ სეზონში მან 37 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.