ოფიციალურად - გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას იჯარით „ჰამბურგში“ გააგრძელებს #1TVSPORT
ოფიციალურად - გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას იჯარით „ჰამბურგში“ გააგრძელებს #1TVSPORT

გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას იჯარით ცნობილ გერმანულ კლუბ „ჰამბურგში“ გააგრძელებს – ინფრომაციას გერმანული კლუბის ვებ-გვერდი ვრცელებს.

„22 წლის ქართველი „ჰამბურგში“ ბელგიური კლუბ „გენტიიდან“ გადმოვიდა და საიჯარო კონტრაქტი ზაფხულამდე გააფორმა. ჩვენი კლუბი კიდევ ერთი ახალგაზრდა თავდამსხმელით გაძლიერდა: გიორგი ჩაკვეტაძე ბელგიის პირველი ლიგის კლუბიდან მოვიდა. 22 წლის ქართველი „ჰამბურგში“ იჯარით გადმოდის და კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს“, – წერია გერმანული კლუბის განცხადებაში.

შემდეგ მოთხრობილია ქართველის საფეხბურთო კარიერაზე.

„ჩაკვეტაძე ახალგაზრდობაში თამაშობდა „ნორჩი დინამოელში“, მერე საქართველოს 18-გზის ჩემპიონ „დინამო თბილისში“ გადავიდა, სადაც აკადემიის ახალგაზრდულ გუნდებში გამოდიოდა. 2017 წელს, 18 წლის წავიდა ბელგიაში, „გენტში“. იქ მან ბოლო წლებში ითამაშა იუპილერ პრო ლიგის 50 მატჩი (5 გოლი, 8 საგოლე პასი) და 10 საერთაშორისო მატჩი ევროპის ლიგასა და კონფერენს ლიგაზე. ჩაკვეტაძემ საქართველოს ნაკრებში 13 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა“.

„ჰამბურგი“ ქართველის თანხმობის მოტივსაც ასაჯაროებს.

„ყოფილი ნახევარმცველი როგორც მოედნის ცენტრში, ასევე შეტევის ფლანგებზე თამაშობს. ცოტა ხნის წინ, „გენტში“ ნაკლებ სათამაშო დროს აძლევდნენ, რამაც აიძულა „ჰამბურგში“ ახალ გამოწვევას დათანხმებოდა“.