ოფიციალურად გადაწყდა - თორნიკე კირკიტაძე „დინამოში“ ითამაშებს #1TVSPORT
ოფიციალურად გადაწყდა - თორნიკე კირკიტაძე „დინამოში“ ითამაშებს #1TVSPORT

ეროვნული ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ფლანგის მოთამაშე, თორნიკე კირკიტაძე კარიერას „დინამო თბილისში“ გააგრძელებს – ინფორმაციას თბილისური კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„ფეხბურთელსა და თბილისურ კლუბს შორის კონტრაქტი 2+1 სისტემით გაფორმდა. კირკიტაძე „დინამო თბილისის“ აკადემიის 19 წლამდე გუნდში ასპარეზობდა, ამასთან ერთად ფლანგელს ერთი ოფიციალური შეხვედრა „დინამოს“ პირველ გუნდშიც აქვს გამართული“, – წერია თბილისური კლუბის განცხადებაში.

თორნიკე კირკიტაძის ბოლო კლუბი თბილისის „ლოკომოტივი“ გახლდათ, მის ანგარიშზე 68 შეხვედრაში გატანილი ცხრა გოლი და ოცი საგოლე გადაცემაა. 2020 წელს მარჯვენა ფლანგელმა „ლოკომოტივთან“ ერთად უეფა-ს ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზა და სამივე მატჩში ძირითად შემადგენლობაში გახლდათ. სხვადასხვა დროს, კირკიტაძე ასევე საჩხერის „ჩიხურას“ და „რუსთავის“ ღირსებას იცავდა.

რაც შეეხება თორნიკე კირკიტაძის სანაკრებო კარიერას, 2016 წელს იგი ორჯერ მიიწვიეს საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში.

დატოვე კომენტარი