ოფიციალურად - ფრიმპონგი „ლივერპულის“ ფეხბურთელი გახდა #1TVSPORT
ოფიციალურად - ფრიმპონგი „ლივერპულის“ ფეხბურთელი გახდა #1TVSPORT

ინგლისის ჩემპიონმა, „ლივერპულმა“ ოფიციალურად გამოაცხადა „ლევერკუზენიდან“ ჯერემი ფრიმპონგის ტრანსფერის შესახებ.

ნიდერლანდების ნაკრების 24 წლის მარჯვენა მცველმა ინგლისურ კლუბთან მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

უფრო ადრე იტყობინებოდნენ, რომ „ლივერპულმა“ გაააქტიურა პუნქტი ფეხბურთელის 35 მილიონ ევროდ გამოსყიდვის შესახებ.

ფრიმპონგმა უნდა შეცვალოს ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი, რომელიც „რეალში“ გადავიდა.

„ლევერკუზენის“ რიგებში ფრიმპონგმა 190 მატჩი ჩაატარა, 30 გოლი გაიტანა და 44 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.