ოფიციალურად - ფორმულა 1-ის ახალი სეზონის სტარტი ბაჰრეინში იქნება
ოფიციალურად - ფორმულა 1-ის ახალი სეზონის სტარტი ბაჰრეინში იქნება

ფორმულა 1-მა გამოაქვეყნა 2021 წლის სეზონის განახლებული კალენდარი.

ჩემპიონატის პირველი რბოლა უნდა გამართულიყო 21 მარტს, ავსტრალიაში, მაგრამ ქვეყანაში მოქმედებს ძალიან მკაცრი შეზღუდვები სხვა ქვეყნებიდან ჩასულებისთვის. ამასთან დაკავშირებით, ჩემპიონატი ბაჰრეინში 28 მარტს დაიწყება, ავსტრალიის გრანპრი კი გადატანილია 21 ნოემბრისთვის.

გარდა ამისა, ჩინეთის გრანპრი არ გაიმართება დათქმულ ვადაში (11 აპრილი), რაც ასევე უკავშირდება კორონავირუსის გამო ამ ქვეყანაში არსებულ შეზღუდვებს. ამის ნაცვლად, ეტაპი გაიმართება იტალიურ იმოლაში (18 აპრილი). ამასთან, გრძელდება მოლაპარაკებები ჩინეთთან ეტაპის უფრო გვიან ვადებში ჩატარებასთან დაკავშირებით.

2021 წლის განახლებული კალენდარი ასე გამოიყურება:

28 მარტი – ბაჰრეინი (საჰირი)

18 აპრილი – იტალია (იმოლა)

2 მაისი – ქვეყანა ზუსტდება

9 მაისი – ესპანეთი (ბარსელონა)

23 მაისი – მონტე კარლო (მონაკო)

6 ივნისი – აზერბაიჯანი (ბაქო)

13 ივნისი – კანადა (მონრეალი)

27 ივნისი – საფრანგეთი (ლე-კასტელი)

4 ივლისი – ავსტრია (შპილბერგი)

18 ივლისი – ბრიტანეთი (სილვერსტოუნი)

1 აგვისტო – უნგრეთი (ბუდაპეშტი).

29 აგვისტო – ბელგია (სპა)

5 სექტემბერი – ნიდერლანდები (ზანდვორტი)

12 სექტემბერი – იტალია (მონცა)

26 სექტემბერი – რუსეთი (სოჭი)

3 ოქტომბერი – სინგაპური (სინგაპური)

10 ოქტომბერი – იაპონია (სუზუკა)

24 ოქტომბერი – აშშ (ოსტინი)

31 ოქტომბერი – მექსიკა (მეხიკო)

7 ნოემბერი – ბრაზილია (სან პაულუ)

21 ნოემბერი – ავსტრალია (მელბურნი)

5 დეკემბერს – ს. არაბეთი (ჯიდა)

12 დეკემბერი – აბუ დაბი (აბუ დაბი)