ოფიციალურად - ფიურისა და უაილდერის ბრძოლა 24 ივლისს გაიმართება #1TVSPORT
ოფიციალურად - ფიურისა და უაილდერის ბრძოლა 24 ივლისს გაიმართება #1TVSPORT

პრომოუტერული კომპანია Top Rank-მა ოფიციალურად გამოაცხადა ბრძოლის გამართვის შესახებ სუპერმძიმე წონაში WBC-ის ჩემპიონს ტაისონ ფიურისა და ყოფილ ჩემპიონს დეონტეი უაილდერს შორის.

ბრძოლა 24 ივლისს, ლას ვეგასში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის დეკემბერში ფიურისა და უაილდერის პირველი ბრძოლა ფრედ დასრულდა, გასული წლის თებერვალში კი ბრიტანელმა ნოკაუტით დაამარცხა ამერიკელი და მძიმე წონაში WBC-ის საჩემპიონო ქამარი მოიპოვა.

ელოდნენ, რომ აგვისტოში ფიური ტიტულების გამაერთიანებელ ბრძოლას ჩაატარებდა ენტონი ჯოშუას წინააღმდეგ, მაგრამ უაილდერმა მოიგო სასამართლო, რომლის მიხედვითაც, ფიური ვალდებული გახდა ამერიკელისთვის რევანშის შანსი მიეცა.