ოფიციალურად - ფიური და უაილდერი მეორე ბრძოლას 22 თებერვალს ჩაატარებენ
ოფიციალურად - ფიური და უაილდერი მეორე ბრძოლას 22 თებერვალს ჩაატარებენ

ბრიტანელმა სუპერმძიმეწონოსანმა ტაისონ ფიურიმ ამერიკელ დეონტეი უაილდერთან განმეორებითი ბრძოლის თარიღი. მოკრივეები რინგზე 2020 წლის 22 თებერვალს გავლენ. ეს მოხდება ლას ვეგასში MGM Grand Garden Arena-ზე.

„ყველაფერი დადასტურებულია! 22 თებერვალს თქვენ ნახავთ, როგორ გავუშვებ ნოკაუტში დეონტეი უაილდერს“, – დაწერა ფიურიმ „ინსტაგრამში“ და ამ ამბავს თან მომავალი ბრძოლის აფიშაც დაურთო.

ფიურიმ და უაილდერმა პირველი ბრძოლა 2018 წლის პირველ დეკემბერს ჩაატარეს და მაშინ მსაჯებმა ფრე დააფიქსირეს. იმ ბრძოლის შემდეგ, ფიურიმ ორი შეხვედრა გამართა და მოუგო ტომ შვარცსა და ოტო ვალინს, უაილდერმა კი ასევე ორიდან ორჯერ გაიმარჯვა – დომინიკ ბრიზილისა და ლუის ორტისის წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, რომ უაილდერი სუპერმძიმე წონაში WBC-ის ჩემპიონია.