ოფიციალურად – ფიულკრუგი „მილანში“ ითამაშებს #1TVSPORT
„მილანმა“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაცხადა „ვესტ ჰემიდან“ ფორვარდ ნიკლას ფიულკრუგის იჯარის წესით გადასვლის შესახებ.
იტალიურ კლუბს სეზონის შემდეგ 32 წლის გერმანელი ფეხბურთელის 5 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლება ექნება.
ფიულკრუგი „მილანში“ მე-9 ნომრით ითამაშებს.
ამ სეზონში ფორვარდმა პრემიერლიგაში რვა მატჩი ჩაატარა და შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია.