ოფიციალურად - ეზე „არსენალის“ ფეხბურთელი გახდა #1TVSPORT
ოფიციალურად - ეზე „არსენალის“ ფეხბურთელი გახდა #1TVSPORT

ლონდონის „არსენალმა“ ოფიციალურად გამოაცხადა ებერეჩი ეზეს ტრანსფერის შესახებ.

Sky Sports-ის ინფორმაციით, „კრისტალ პალასმა“ თავისი გარემარბის სანაცვლოდ 60 მილიონი ფუნტი მიიღო, კიდევ 7.5 მილიონი გათვალისწინებულია ბონუსების სახით. ეზემ ახალ კლუბთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა და მე-10 ნომერი აიღო.

27 წლის ეზემ გასულ სეზონში 34 მატჩი ჩაატარა პრემიერლიგაში, რვა გოლი გაიტანა და რვა შედეგიანი გადაცემა შეასრულა.