ოფიციალურად - ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ დე ლა ფუენტესთან კონტრაქტი გაახანგრძლივა #1TVSPORT
ოფიციალურად - ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ დე ლა ფუენტესთან კონტრაქტი გაახანგრძლივა #1TVSPORT

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად გამოაცხადა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ქვეყნის ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, ლუის დე ლა ფუენტესთან. ახალი ხელშეკრულება 2028 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში. ეს ნიშნავს, რომ დე ლა ფუენტე უხელმძღვანელებს გუნდს ევრო 2028-ზე და შეეცდება 2024 წელს მოპოვებული ტიტულის შენარჩუნებას.

მწვრთნელის მიმდინარე კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე იყო ძალაში.

დე ლა ფუენტე ესპანეთის ნაკრებს 2022 წლის დეკემბერში, ლუის ენრიკეს გადადგომის შემდეგ ჩაუდგა სათავეში. მისი ხელმძღვანელობით გუნდი ევრო 2024-ის ჩემპიონი გახდა.