ოფიციალურად - ენტონი ჯოშუა 1 ივნისს ნიუ-იორკში იჩხუბებს
ოფიციალურად - ენტონი ჯოშუა 1 ივნისს ნიუ-იორკში იჩხუბებს

ოფიციალურად გამოცხადდა, რომ სუპერმძიმე წონაში კრივის მსოფლიო ასოციაციის (WBA), კრივის მსოფლიო ორგანიზაციისა (WBO) და კრივის საერთაშორისო ფედერაციის (IBF) ვერსიებით მსოფლიოს ჩემპიონი, ბრიტანელი ენტონი ჯოშუა (22-0, 21KO), თავის ტიტულებს დაიცავს ამერიკელ ჯარელ მილერთან (23-0-1, 20KO) ბრძოლაში. ამის შესახებ პრომოუტერული კომპანია მატჩრუმ ბოქსინგი (Matchroom Boxing) იტყობინება.

ბრძოლის ჩატარების თარიღია 1 ივნისი, ჩატარების ადგილი – ნიუ იორკის მედისონ სკვერ გარდენი.

ადრე გამოცხადდა, რომ ჯოშუა ამ ბრძოლის სანაცვლოდ 25 მილიონ ფუნტს მიიღებს. აღსანიშნავია, რომ ბრიტანელი პირველად იბრძოლებს ამერიკის შეერთებულ შტატებში.

დატოვე კომენტარი