ოფიციალურად – ენტონი გორდონი „ბარსელონაში“ გადავიდა #1TVSPORT
ინგლისის ნაკრების გარემარბი ენტონი გორდონი ოფიციალურად გახდა „ბარსელონას“ ფეხბურთელი.
კატალონურმა კლუბმა გამოაცხადა „ნიუკასლიდან“ 25 წლის ფეხბურთელის ტრანსფერის შესახებ. კონტრაქტი ძალაში იქნება 2031 წლის ზაფხულამდე.
ტრანსფერის თანხამ 70 მილიონი ევრო შეადგინა, რასაც ემატება 10 მილიონი ბონუსების სახით.
გასულ სეზონში გორდონმა „ნიუკასლის“ რიგებში ყველა ტურნირზე 46 მატჩი ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.