ოფიციალურად - ემილია-რომანიას გრანპრი წყალდიდობის გამო გაუქმდა #1TVSPORT
ოფიციალურად - ემილია-რომანიას გრანპრი წყალდიდობის გამო გაუქმდა #1TVSPORT

19-21 მაისს იტალიაში, ემილია-რომანიას რეგიონში ჩასატარებელი ფორმულა 1-ის გრანპრი წყალდიდობის გამო ოფიციალურად გაუქმდა.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ და შეუძლებელია რბოლისთვის სრულფასოვანი პირობების შექმნა. კრიტიკული სამსახურის წარმომდგენლები ამჟამად რეგიონის სხვადასხვა წერტილში არიან მობილიზებულნი.

აქამდე არსებული ინფორმაციით, განიხილებოდა გრანპრის სხვა დროს ჩატარება, თუმცა კალენდარში თავისუფალი ადგილი ვერ მოიძებნა. ემილია-რომანიას გრანპრი უკვე მეორეა, რომელიც წელს გაუქმდა. მარტში დაგეგმილ ეტაპს ჩინეთმა კორონავირუსის გამო ვერ უმასპინძლა. ფორმულა 1-ის მომდევნო რბოლა 28 მაისს მონაკოში გაიმართება.

2023 წლის სეზონს „რედ ბულის“ ნიდერლანდელი პილოტი, მაქს ფერსტაპენი ლიდერობს (119 ქულა), მეორე ადგილზე მისი თანაგუნდელი სერხიო პერესია (105 ქულა), ხოლო მესამე ადგილს „ასტონ მარტინიდან“ ფერნანდო ალონსო იკავებს (75 ქულა).