ოფიციალურად – დუშან ვლაჰოვიჩი „ბეშიქთაშში“ ითამაშებს #1TVSPORT
სერბეთის ნაკრების ფორვარდი დუშან ვლაჰოვიჩი კარიერას „ბეშიქთაშში“ გააგრძელებს. 26 წლის ფეხბურთელმა სამწლიანი კონტრაქტის პირობები შეათანხმა თურქულ კლუბთან.
ვლაჰოვიჩმა თავისუფალი აგენტის სტატუსი მიიღო მას შემდეგ, რაც 30 ივნისს ამოიწურა მისი კონტრაქტი ტურინის „იუვენტუსთან“, რომლის რიგებშიც 2022 წლის იანვრიდან თამაშობდა (168 მატჩი, 68 გოლი).
თურქული პრესის ინფორმაციით, ახალ კლუბში ვლაჰოვიჩის ხელფასი რვა მილიონი ევრო იქნება.
„ბეშიქთაშში“ ვლაჰოვიჩი ითანამშრომლებს მთავარ მწვრთნელთან, ვინჩენცო იტალიანოსთან, რომელთან ერთადაც ჯერ კიდევ „ფიორენტინაში“ წარმატებით მუშაობდა.