ოფიციალურად - დურანტი ორი წლით გოლდენ სტეიტში დარჩა
ოფიციალურად - დურანტი ორი წლით გოლდენ სტეიტში დარჩა

„გოლდენ სტეიტის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, კევინ დურანტმა ახალი კონტრაქტი გააფორმა NBA-ს მოქმედ ჩემპიონთან, – იტყობინება „უორიორზის“ ოფიციალური ვებგვერდი.

კლუბის პოლიტიკის თანახმად, ხელშეკრულებების პირობები არ გახმოვანებულა. ადრე იტყობინებოდნენ, რომ კონტრაქტი ორწლიანი იქნება და დურანტი ჯამში 61.5 მილიონ დოლარს მიიღებს.

ამასთან, ფორვარდს ექნება უფლება – ერთი წლის შემდეგ გაწყვიტოს ხელშეკრულება და თავისუფალი აგენტი გახდეს.

კევინ დურანტი 2017-18 წლებში ფინალური სერიის MVP-ი გახდა. გასულ სეზონში ის საშუალოდ 26.4 ქულას, 6.8 მოხსნასა და 5.4 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.