ოფიციალურად – „დორტმუნდმა“ შლოტერბეკთან კონტრაქტი გააგრძელა #1TVSPORT

16:59, 10.04.2026

ბუნდესლიგის მეორეადგილოსანმა „დორტმუნდმა“ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაცხადა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ გერმანიის ნაკრების ცენტრალურ მცველთან, ნიკო შლოტერბეკთან. ახალი ხელშეკრულება 2031 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.

26 წლის შლოტერბეკი „დორტმუნდში“ 2022 წლიდან თამაშობს. ბოლო პერიოდში იწერებოდა იმის შესახებ, რომ ფეხბურთელის შეძენით დაინტერესებულნი იყვნენ „ბარსელონა“ და ინგლისური ტოპკლუბები.

მსგავსი