„დორტმუნდის“ ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა ნური შაჰინი.
თურქ სპეციალისტთან გამოთხოვება კლუბმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც „დორტმუნდმა“ ჩემპიონთა ლიგის მეშვიდე ტურში წააგო „ბოლონიასთან“ (1:2).
ეს მარცხი „დორტმუნდისთვის“ ზედიზედ მეოთხე იყო ოფიციალურ მატჩებში. გუნდს ბოლო ცხრა მატჩში მხოლოდ ერთი მოგება აქვს.
ნური შაჰინი „დორტმუნდს“ გასული წლის ზაფხულიდან ედგა სათავეში.