ოფიციალურად - დორტმუნდის „ბორუსიას“ მთავარი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი გახდა #1TVSPORT
დორტმუნდის „ბორუსიას“ ახალი მთავარი მწვრთნელი ხორვატი ნიკო კოვაჩია, – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
კოვაჩი გერმანული ფეხბურთის ერთ-ერთ გრანდს 2026 წლის ივნისამდე უხელმძღვანელებს. ის ბოლოს ბუნდესლიგის გუნდს, „ვოლფსბურგს“ ავარჯიშებდა.
53 წლის სპეციალისტს გერმანიაში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს – მასთან ერთად ფრანკფუტის „აინტრახტმა“ გერმანიის თასი მოიგო. გერმანიის თასს კოვაჩი მიუნხენის „ბაიერნთან“ ერთადაც დაეუფლა, ასევე გახდა ბუნდესლიგის გამარჯვებული.
შეგახსენებთ, რომ დორტმუნდის „ბორუსიამ“ მთავარი მწვრთნელი ნური შაჰინი თანამდებობიდან რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლა.