ოფიციალურად - დომენიკო ტედესკო ბელგიის ნაკრებიდან დაითხოვეს #1TVSPORT
ბელგიის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ გაანთავისუფლა ქვეყნის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დომენიკო ტედესკო.
ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი გახდა გუნდის სუსტი შედეგები ევრო 2024-ზე და ერთა ლიგაზე.
ტედესკო ბელგიის ნაკრებს 2023 წლის თებერვლიდან წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობით გუნდი მერვედფინალიდან გამოეთიშა ევრო 2024-ს, ერთა ლიგაზე კი ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა.
2025 წლის მარტში ბელგიის ნაკრებს A ლიგაში დარჩენის პლეი ოფი ელოდება უკრაინის წინააღმდეგ. ამ მატჩებს გუნდი ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ჩაატარებს. ტედესკოს შეცვლის მთავარ კანდიდატად ფრანგი სპეციალისტი ტიერი ანრი სახელდება.