თბილისის „დინამომ” დაადასტურა, რომ გუნდი ესპანელმა ლეგიონერებმა დატოვეს – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
„ესპანელ ლეგიონერებს – ხოსე პერალესსა და ვიქტორ მონხილს „დინამოსთან“ არსებული კონტრაქტი დაუსრულდათ და კარიერას სხვა კლუბში გააგრძელებენ. „დინამო თბილისი“ მადლობას უხდის ჩვენს მეგობრებს თავდაუზოგავი შრომისთვის, საჩემპიონო სეზონისთვის და წარმატებას უსურვებს მომავალ კარიერაში“, – წერია „დინამოს“ განცხადებაში.
რა გახდა მონხილის წასვლის მიზეზი, უცნობია. ხოსე პერალესზე კი თბილისური კლუბის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ მცირე ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ახალი კონტრაქტის პირობებზე ვერ შეუთანხმდა.