ოფიციალურად - დენის ბუშნია „დინამო თბილისს“ შეუერთდა #1TVSPORT
ოფიციალურად - დენის ბუშნია „დინამო თბილისს“ შეუერთდა #1TVSPORT

„დინამო თბილისმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ხორვატი შემტევი დენის ბუშნია დაიმატა, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„„დინამო თბილისს“ ხორვატი შემტევი დენის ბუშნია შეუერთდა. ფეხბურთელი თბილისური კლუბის რიგებში თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩაირიცხა.

დენის ბუშნიასა და „დინამო თბილისს“ შორის ხელშეკრულება 2025 წლის ბოლომდე გაფორმდა. ხორვატი შემტევი ლურჯ-თეთრების რიგებში 25-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს“, – წერია „დინამოს“ განცხადებაში.

ბუშნიას ბოლო კლუბი სლოვენიური „ბრავო“ გახლდათ. ახალგაზრდა შემტევს როგორც – მარჯვენა, ასევე მარცხენა ფრალნგზე შეუძლია თამაში.

ფეხბურთელი ხორვატული „რიეკას“ საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია. ამ კლუბის გარდა, სხვადასხვა დროს მას „ისტრასა“ და სლოვაკურ „სერედში“ უთამაშია.

რაც შეეხება ბუშნიას სანაკრებო კარიერას, იგი ხორვატიის 16-წლამდე, 19-წლამდე, 20-წლამდე და 21-წლამდე ნაკრები გუნდების წევრი გახლდათ.