ოფიციალურად – დემბელემ „ბარსელონასთან“ კონტრაქტი გააგრძელა #1TVSPORT

13:41, 14.07.2022

„ბარსელონას“ ფორვარდმა უსმან დემბელემ კონტრაქტი გაახანგრძლივა კატალონურ გუნდთან. ამის შესახებ კლუბის პრესსამსახურმა გამოაცხადა.

ფრანგ ფეხბურთელსა და „ბარსელონას“ შორის ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდე იქნება ძალში.

დემბელე „ბარსაში“ 2017 წელს „დორტმუნდიდან“ გადავიდა. გასულ სეზონში 25 წლის ფეხბურთელმა პრიმერა დივიზიონის 21 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ერთი გოლი გაიტანა და 13 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

მსგავსი