ოფიციალურად - დავიდე ანჩელოტი „ბოტაფოგოს“ მთავარი მწვრთნელია #1TVSPORT
ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის ვაჟი – დავიდე ანჩელოტი „ბოტაფოგოს“ მთავარი მწვრთნელი გახდა.
უმცროსი ანჩელოტისთვის ეს იქნება კარიერაში პირველი დამოუკიდებელი სამუშაო მთავარი მწვრთნელის რანგში. ბოლო წლებია, დავიდე ანჩელოტი მამის თანაშემწე იყო მადრიდის „რეალში“. გარდა ამისა, 35 წლის სპეციალისტი „პარი სენ-ჟერმენის“, „ბაიერნის“, „ევერტონისა“ და ნაპოლის“ სამწვრთნელო ჯგუფში მუშაობდა.
ამჟამად მამა-შვილის თანამშრომლობა ბრაზილიის ნაკრებში გრძელდება, თუმცა დავიდე ანჩელოტის არ აქვს კონტრაქტი ქვეყნის საფეხბურთო კონფედერაციასთან.
„ბოტაფოგომ“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატიდან გამოვარდნის შემდეგ გაანთავისუფლა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან რენატო პაივა.