ოფიციალურად - დავიდ ალაბა „ბაიერნს“ ტოვებს
ოფიციალურად - დავიდ ალაბა „ბაიერნს“ ტოვებს

„ბაიერნის“ მცველმა დავიდ ალაბამ ოფიციალურად გამოაცხადა მიუნხენური კლუბის დატოვების შესახებ. როგორც გაზეთი „ბილდი“ წერს, ავსტრიელი ფეხბურთელი მიმდინარე სეზონის შემდეგ, თავისუფალი აგენტის სტატუსით წავა „ბაიერნიდან“.

უფრო ადრე ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ თავის „ტვიტერში“ დაწერა, რომ ალაბამ ზეპირ შეთანხმებას მიაღწია „რეალში“ გადასვლაზე. მხარეები ამა წლის იანვრიდან აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს და შეთანხმებამდე მივიდნენ. ალაბა „რეალთან“ 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმებს კონტრაქტს.

აღნიშნავენ, რომ „ჩელსი“, „ლივერპული“ და კიდევ რამდენიმე კლუბი ჯერ კიდევ ცდილობს ავსტრიელის დარწმუნებას, მაგრამ ფეხბურთელისთვის პრიორიტეტია „რეალში“ გადასვლა.

ამ სეზონში ალაბამ ბუნდესლიგაში 20 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.