ოფიციალურად - დარვინ ნუნიესი „ალ-ჰილალში“ გადავიდა #1TVSPORT
ოფიციალურად - დარვინ ნუნიესი „ალ-ჰილალში“ გადავიდა #1TVSPORT

„ლივერპულმა“ ოფიციალურად გამოაცხადა ფორვარდ დარვინ ნუნიესის საუდის არაბეთის „ალ-ჰილალში“ გადასვლის შესახებ.

„ჩვენს გუნდს სურს, მადლობა გადაუხადოს დარვინს მისი წვლილისთვის და უსურვოს მას და მის ოჯახს ყველაფერი საუკეთესო მომავალში“, – წერია „ლივერპულის“ განცხადებაში.

პრესის ინფორმაციით, ნუნიესის ტრანსფერში საუდის არაბეთის მხარემ 65 მილიონი ევრო გადაიხადა, ფეხბურთელთან კი 2028 წლის ზაფხულამდე გაფორმდა კონტრაქტი.

გასულ სეზონში ურუგვაელმა ინგლისის პრემიერლიგაში 30 მატჩი ჩაატარა და ხუთი გოლი გაიტანა.