ოფიციალურად – დანი კარვახალი კარიერას „ხეტაფეში“ გააგრძელებს #1TVSPORT

13:40, 13.10.2026

მადრიდის „რეალის“ ყოფილი კაპიტანი დანი კარვახალი კარიერას „ხეტაფეში“ გააგრძელებს. 34 წლის ესპანელი მცველის ტრანსფერი კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

კარვახალმა ახალ გუნდთან კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. გამოცდილი ფეხბურთელი „ხეტაფეს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით მას შემდეგ შეუერთდა, რაც მიმდინარე წლის ზაფხულში „რეალთან“ ხელშეკრულება ამოეწურა.

ესპანელმა მცველმა მადრიდულ გრანდში 23 წელი გაატარა, საიდანაც 13 სეზონის განმავლობაში ძირითად გუნდში თამაშობდა. ამ პერიოდში კარვახალმა 27 ტიტული მოიპოვა, მათ შორის ექვსჯერ ჩემპიონთა ლიგა, ოთხჯერ ესპანეთის ჩემპიონატი და ორჯერ ქვეყნის თასი.

კარვახალს ესპანეთის ნაკრებში 51 შეხვედრა აქვს ჩატარებული. ეროვნულ გუნდთან ერთად მან 2024 წელს – ევროპის ჩემპიონატი, ხოლო 2023 წელს ერთა ლიგა მოიგო.

აღსანიშნავია, რომ „ხეტაფე“ კარვახალის კარიერაში მესამე პროფესიული კლუბი იქნება. „რეალის“ გარდა, ის 2012-2013 წლებში გერმანულ „ლევერკუზენში“ თამაშობდა. ესპანელი მცველი ახალ გუნდში ხოსე ბორდალასის ხელმძღვანელობით იასპარეზებს.

მსგავსი