ოფიციალურად დადასტურდა - კვასხვაძე „დინამოელია“
ოფიციალურად დადასტურდა - კვასხვაძე „დინამოელია“
როინ კვასხვაძე თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელია – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი ადასტურებს.
 
„ჩვენი კლუბის რიგებში ახალწვეულია. „დინამოთან“ კონტრაქტი როინ კვასხვაძემ გააფორმა. გოლკიპერმა დედაქალაქელებთან ორწლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი“ – წერია „დინამოს“ განცხადებაში.
როინ კვასხვაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრია (8 მატჩი). სხვადასხვა დროს უთამაშია „ზესტაფონში“, კვიპროსულ „ოთელოს ათინუსსა“ და „პაფოსში“, ხოლო 2015 წლიდან ქუთაისის „ტორპედოს“ ღირსებას იცავდა.
როინ კვასხვაძე არის საქართველოს ჩემპიონი (2), თასის (1) და სუპერთასის (2) გამარჯვებული.