ოფიციალურად - ჩუამენი „რეალში“ გადავიდა #1TVSPORT
ოფიციალურად - ჩუამენი „რეალში“ გადავიდა #1TVSPORT

„მონაკოს“ ნახევარმცველი ორელიენ ჩუამენი მადრიდის „რეალში“ გადავიდა. ამის შესახებ გამოაცხადა ესპანეთის ჩემპიონის ოფიციალურმა ვებგვერდმა.

ჩუამენიმ „რეალთან“ მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმა – 2028 წლის ზაფხულამდე. მადრიდელები 22 წლის ფრანგ ფეხბურთელს სამშაბათს წარადგენენ. ტრანსფერის თანხა არ სახელდება, თუმცა ადრე დაიწერა, რომ „მონაკო“ დათანხმდა ნახევარმცველის 80 მილიონ ევროდ გაყიდვას, რასაც ბონუსებიც დაემატება, რამაც ტრანსფერის მთლიანი ღირებულება, შესაძლოა, 100 მილიონ ევრომდე აიყვანოს.

ასევე ფრანგულ პრესაში დაიწერა, რომ ჩუამენიმ „რეალისთვის“ უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება. ფეხბურთელმა ეს პროცედურა საფრანგეთის ნაკრების ბანაკში გაიარა.

ნახევარმცველმა გასულ სეზონში „მონაკოს“ რიგებში 50 მატჩი ჩაატარა და ხუთი გოლი გაიტანა.