ოფიციალურად - ჩერჩესოვმა რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა #1TVSPORT
ოფიციალურად - ჩერჩესოვმა რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა #1TVSPORT

რუსეთის საფეხბურთო კავშირმა ოფიციალურად გამოაცხადა ქვეყნის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან სტანისლავ ჩერჩესოვის წასვლის შესახებ.

განცხადებაში წერია, რომ კავშირმა ჩერჩესოვთან ერთობლივი შეთანხმების შემდეგ მიიღო სპეციალისტთან და მის სამწვრთნელო შტაბთან კონტრაქტის გაწყვეტის გადაწყვეტილება.

„ჩერჩესოვთან ერთად მივიღეთ თანამშრომლობის შეწყვეტის გადაწყვეტილება. რუსეთის საფეხბურთო კავშირი დაიწყებს მთავარი მწვრთნელის პოსტზე კანდიდატების ძიებას, რომელიც მოამზადებს გუნდს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის“, – განაცხადა რუსეთის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტმა ალექსანდრ დიუკოვმა.

ჩერჩესოვი რუსეთის ნაკრებს 2016 წლის აგვისტოდან ავარჯიშებდა. მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე მისმა გაწვრთნილმა გუნდმა მეოთხედფინალამდე მიაღწია, ევრო 2020-ზე კი პლეი ოფში ვერ გავიდა.