ოფიციალურად – ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის პლეიოფები კორონავირუსის გამო გადაიდო
ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირების პლეიოფის ეტაპი, რომელიც მაისში უნდა გამართულიყო, კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო. ამის შესახებ უეფამ ოფიციალურ ვებგვერდზე დაწერა.
ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგის და ქალთა ჩემპიონთა პლეიოფის ეტაპი სხვა თარიღებში გაიმართება, რომლებიც ჯერ-ჯერობით დაზუსტებული არ არის.
As a result of the COVID-19 crisis, UEFA has today formally postponed the following finals, originally scheduled for May 2020.@UWCL@EuropaLeague@ChampionsLeague
No decision has yet been made on rearranged dates. Further announcements will be made in due course.
— UEFA (@UEFA) March 23, 2020
კორონავირუსის პანდემიის მიზეზით, ევროპის კონტინენტზე ადგილობრივი და საერთაშორისო ფეხბურთი პრაქტიკულად სრულად არის შეჩერებული.