ოფიციალურად - ჩემპიონთა ლიგის ფინალი სტამბოლიდან პორტუში გადაიტანეს #1TVSPORT
ოფიციალურად - ჩემპიონთა ლიგის ფინალი სტამბოლიდან პორტუში გადაიტანეს #1TVSPORT

2020-21 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალი სტამბოლის ნაცვლად პორტუში გაიმართება, – იტყობინება უეფა-ს პრესსამსახური. მატჩი „მანჩესტერ სიტისა“ და „ჩელსის“ შორის „დრაგაუს“ სტადიონზე ჩატარდება.

თითოეული ფინალისტი ექვსი ათას ბილეთს მიიღებს საკუთარ გულშემატკივრებში რეალიზაციისთვის. მოგვიანებით, პორტუგალიის მთავრობასთან და ადგილობრივ ფედერაციასთან კონსულტაციების შემდეგ გაირკვევა, რა პროცენტით შეივსება ტრიბუნები ფინალურ მატჩზე.

თავდაპირველი გეგმით, ფინალი სტამბოლში ათათურქის ოლიმპიურ სტადიონზე უნდა გამართულიყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გადაწყვიტა თურქეთი ე. წ. „წითელ სიაში“ შეეყვანა, „მანჩესტერ სიტისა“ და „ჩელსის“ გულშემატკივრებმა დაკარგეს მატჩზე დასწრების შესაძლებლობა.

უეფა-ში განაცხადეს, რომ განიხილავდნენ ფინალის ინგლისში ჩატარების შესაძლებლობას, მაგრამ მხარეებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას ბრიტანეთში მოქმედო კორონავირუსის შეზღუდვების შემსუბუქებაზე.

დატოვე კომენტარი